ნაძვის ხის ანთების ცერემონია და საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ნაძვის ხის ანთების ცერემონია და საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ნაძვის ხის ანთების ცერემონია და საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მოქალაქეებს დამდეგი 2025 წელი მიულოცა.
ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი მინდია დიასამიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მაყურებლის წინაშე წარსდგნენ და საახალწლო განწყობა შექმნეს, ადგილობრივმა ანსამბლებმა,
,,ათძალი”
,,კოლხა“
“ეპოქა”
საბავშვო სტუდია “ჰარმონია”
სახელოვნებო სკოლის პედაგოგები
ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კოლხეთი“
მერმა, “საპატიო ხელვაჩაურელის” წოდებით დააჯილდოვა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და საშუალო განათლების პედაგოგები, კულტურასა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები და წარმატებული სპორტსმენები.
სადღესასწაულო ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.