უამინდობის გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
უამინდობის გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბთან ერთად.
მიმდინარეობს სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით:
ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება ცენტრალური და შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა.
გზები მუნიციპალიტეტისა და აჭარის საავტომობილო დეპარტამენტის ტექნიკით იწმინდება.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” ჩართულობით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ელექტრო გადამცემი ხაზებისა და შეწყვეტილი ელექტრო ენერგიის აღდგენა, საბოლოო ეტაპზეა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ სალვარიძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ რამაზ თავდგირიძესთან ერთად, ესწრებოდა გაწმენდის სამუშაოებს.