ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს აჭარის ა/რ რეგიონული ცენტრის” მიერ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო კამპანიის მიზანია გენდერული ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაცია.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, უკვე 33 წელია აღინიშნება და მიზნად ისახავს, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
საინფორმაციო შეხვედრას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების, რესურსცენტრის, გენდერზე პასუხისმგებელი პირების, სოციალური და განათლების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





