ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სამედიცინო პერსონალთან საინფორმაციო შეხვედრა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სამედიცინო პერსონალთან საინფორმაციო შეხვედრა
📌ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სამედიცინო პერსონალთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
➡️საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა, სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს გააცნო ცენტრის 2025 წლის პროგრამული ღონისძიებები.
➡️შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მანუჩარ მანველიძე და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, მზევინარ გათენაძე ესწრებოდნენ, შეხვედრაზე განიხილეს, ღონისძიებების შესრულების წესები მათი სრულფასოვნად და ხარისხიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად.
➡️იმუნიზაციაზე პასუხისმგებელ პირებს წარედგინა 2024 წლის ვაქცინაციის მაჩვენებელო მუნიციპალიტეტში. აღინიშნა, რომ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლები მიუთითებს მოსახლეობის ნდობასა და იმუნიზაციის პროგრამის ეფექტურობაზე.
➡️2025 წლისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გეგმავს სამი ახალ პროგრამის განხორციელებას:
• NIPS არაინვაზიური პრენატალური სკრინინგი: ორსულობის მე-10 კვირიდან რისკ-ჯგუფს მიკუთვნებული ქალებისთვის უსაფრთხო არაინვაზიური მეთოდით ნაყოფის გენეტიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის დადგენა.
• ოსტეოპოროზის პრევენციული სკრინინგი: ოსტეოპენიის ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მიზნით რისკ-ჯგუფს მიკუთვნებული პირებისთვის დენსიტომეტრიული კვლევის ჩატარება და რევმატოლოგის კონსულტაცია.
• ცელიაკიის სკრინინგი ბავშვებში: ცელიაკიის ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და მწვავე და ქრონიკული გართულებების პრევენციის მიზნით 2-18 წლის რისკ-ჯგუფს მიკუთვნებულ ბავშვებში სადიაგნოსტიკო კვლევების ჩატარება.
➡️საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამები მიზნად ისახავს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას, რაც ხელს შეუწყობს მათ ეფექტურ მართვასა და პრევენციის უზრუნველყოფას.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content