შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა

შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა
აჭარის მთავრობა, ხანძრით და სტიქიით დაზარალებულ 194 ოჯახს, 1 მილიონ 704 609 ლარით დაეხმარება.
საკითხთან დაკავშირებით, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომას, ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე უძღვებოდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, სხდომას აჭარის ა/რ მინისტრებთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად ესწრებოდა.
სხდომაზე მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება:
ხანძრის შედეგად დაზარალებული 23 და სტიქიის შედეგად დაზარალებული 171 ოჯახის დასახმარებლად რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში 1 მილიონ 704 609 ლარი გამოიყოფა, კომისიის რეკომენდაცია ხელმოსაწერად უახლოეს დღეებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება.
ფინანსურ დახმარებას რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ:
– ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი – ხანძრის შედეგად დაზარალებული 6 ოჯახი, 55 072 ლარი.
– ქობულეთის მუნიციპალიტეტი – ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული 85 ოჯახი, 483 318 ლარი.
– ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი – ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული 12 ოჯახი, 178 044 ლარი.
– ქედის მუნიციპალიტეტი – ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული 24 ოჯახი, 207 676 ლარი.
– შუახევის მუნიციპალიტეტი – ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული 31 ოჯახი, 408 227 ლარი.
– ხულოს მუნიციპალიტეტი – სტიქიის შედეგად დაზარალებული 36 ოჯახი, 372 272 ლარი.
2024 წელს, ამავე კატეგორიის ოჯახებს, საცხოვრებლი სახლების აღდგენა/რეაბილიტაციისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაეწიათ ფინანსური დახმარება 4 მილიონ 475 768 ლარის ოდენობით.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content