ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ტურისტული მნიშვნელობის ადგილი შეემატება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ტურისტული მნიშვნელობის ადგილი შეემატება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ტურისტული მნიშვნელობის ადგილი შეემატება.
2024 წლის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის – “იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის” ფარგლებში, გამარჯვებული იდეა, სარფის სავიზიტო ბარათი „საქანელა“ დასრულდა.
„საქანელა“, სარფის ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსდა, პროექტის ფარგლებში მოეწყო, დასასვენებელი და ფოტო გადაღების სივრცე, საიდანაც მთისა და ზღვის ულამაზესი ხედები იშლება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, დასრულებული პროექტი მოინახულა.
მერთან ერთად, ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტი აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატმა მინდია დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა არჩილ მხეიძემ და ვახტანგ ლორთქიფანიძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მანუჩარ მანველიძემ და მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან აღნიშნული პროექტისთვის 100 000 ლარი გამოიყო.