ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი დაემატა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ ახალსოფლის N2 საბავშვო ბაღი გახსნა.
ახალაშენებული საბავშვო ბაღი, გათვლილია 150 აღსაზრდელზე.
პროექტის საერთო ღირებულება – 5 178 548 ლარი.
გახსნის საზეიმო ცერემონიას, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ ირემაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: არჩილ მხეიძე და ვახტანგ ლორთქიფანიძე, მერის მოადგილეები: გიორგი ქარცივაძე და მანუჩარ მანველიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი- მინდია დიასამიძე, საკრებულოს წევრები, საბავშო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი- ლია გოგიტიძე, მერიის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.