ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით სასპორტო სკოლის დარბაზში გაიმართა „მხიარული სტარტები“ ინკლუზიური მიდგომით
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით სასპორტო სკოლის დარბაზში გაიმართა „მხიარული სტარტები“ ინკლუზიური მიდგომით
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით სასპორტო სკოლის დარბაზში გაიმართა „მხიარული სტარტები“ ინკლუზიური მიდგომით.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შშმ ახალგაზრდები, ცენტრის აქტიურ წევრებთან ერთად, გუნდური პრინციპით. ღონისძიება დატვირთული იყო კარაოკე ნომრებით, სახალისო შეჯიბრებებითა და კონკურსებით, მოწვეულნი იყვნენ ანიმაციური გმირები.
აღნიშნულ ღონისძიებას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მირიან კვირიტიძე, საკრებულოს წევრები და მერიის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები იყვნენ ჩართულნი.