ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ლაზურ ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ქართველი ენათმეცნიერის, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, იაშა თანდილავას 75 წლის იუბილე აღინიშნა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ლაზურ ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ქართველი ენათმეცნიერის, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, იაშა თანდილავას 75 წლის იუბილე აღინიშნა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ლაზურ ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ქართველი ენათმეცნიერის, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, იაშა თანდილავას 75 წლის იუბილე აღინიშნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი, მინდია დიასამიძე.
მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს იაშა თანდილავას ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე, ხაზი გაუსვეს მის გაწეულ ღვაწლს და იგი საზეიმოდ დააჯილდოვეს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, სიტყვით გამოსვლისას, მადლობის ნიშნად იაშა თანდილავას, მუნიციპალიტეტის ისტორიული ,,თოფი მაჭახელის” სუვენირი გადასცა.