აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, შარაბიძეების თემში, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
ამ ეტაპისთვის სოფელ ერგეში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი, რომელიც გათვლილი იქნება 200 აღსაზრდელზე.
მიმდინარე სამუშაოები მოინახულა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატთან, მინდია დიასამიძესთან, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ვახტანგ ლორთქიფანიძესთან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან და საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად.
“მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად გრძელდება ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა. მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნა მზარდია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ მოსახლეობის საჭიროებები” – აღნიშნა ზაზა დიასამიძემ.