დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს.
ამასთან, დაამტკიცეს შემდეგი განკარგულების პროექტები:
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ განკარგულების პროექტი;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზების თაობაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 მაისის განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.














