ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის პროცესს დაესწრო.
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს პროგრამის „სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო სხვადასხვა საშუალების თანადაფინანსება მიმდინარეობს.
პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსდება მიმდინარეობს ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატების, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, მარცვლეულის საფქვავების, რძის საწველი აპარატების შეძენა. ასევე ფინანსდება მეფუტკრეობის, მესათბურეობის, სამაცივრე მეურნეობის, ელექტრო ღობის, ჩირის, საოჯახო ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის საჭირო საშუალებებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა.

















